fbpx

მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპირებულ პარიზში განვითარებული დრამა, დენიელ ოტოით და ჯილ ლელუშით მთავარ როლებში.

1941წელი. საფრანგეთის დედაქალაქი. ფრანსუა მერსიე ძალზედ ნიჭიერ ებრაელ იუველირთან იოზეფ ჰოფმანთან მუშაობს დამხმარედ. ფრანსუას ოცნებაა საყვარელ ქალზე დაქორწინდეს და თავისი სახელოსნო ჰქონდეს. ამასობაში პარიზი გერმანელი ჯარისკაცებით სულ უფრო ივსება. გრძნობს რა მოახლოებულ საფრთხეს, მესიე ჰოფმანი ცოლ-შვილს შვეიცარიაში აგზავნის, თუმცა მისი მცდელობა ცოტა მოგვიანებით გადაკვეთოს საზღვარი უშედეგოდ მთავრდება. იგი ოკუპირებულ პარიზში რჩება და ფრანსუასთან გარიგებაზე მიდის: ნებაყოფლობით უთმობს მას სახელოსნოს და მაღაზიას იმ პირობით, რომ ომის შემდეგ დაიბრუნებს, თვითონ კი ბნელ სარდაფში სახლდება…

 

 

მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის თემა ყოველთვის აქტუალურია და კინემატოგრაფიაში ამ თემაზე არაერთი შედევრი იშვა. ფრედ კავაიეს ემოციური ფილმი კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ წლების საშინელებებს და ადამიანებს შორის დატრიალებულ ცხოვრებისეულ დრამებს.

ნახვამდის, მესიე ჰოფმან! (Adieu Monsieur Haffmann)
რეჟისორი: ფრედ კავაიე
2021წ. (საფრანგეთი)

Adieu Monsieur Haffmann (2021) on IMDb

FavoriteLoadingAdd to favorites

Cart

შესვლა

ანგარიშის შექმნა
Back to Top