სერიალ ,,ბოსხის” სცენარისტისა და შემქმნელის – მაიკლ კონელის პოპულარული დეტექტიური ციკლის ეკრანიზაცია.
სერიალის მთავარი გმირი, ლოს-ანჯელესელი მიკი ჰოლერი- ადვოკატია, რომელიც მისი პროფესიის ირგვლივ ჩამოყალიბებულ ნეგატიურ სტერეოტიპებს ამსხვრევს თავისი მიდგომით ამ საქმისადმი. იგი ერთგულია მისი პროფესიის, პატიოსანი და კომპეტენტურია, მისი მოსყიდვა ფაქტიურად შეუძლებელია. წარსულში კი ჰქონდა პრობლემები აკრძალულ მედიკამენტებთან დაკავშირებით, მაგრამ ესეც (თუმცა დიდი გაჭირვებით) მაინც გადალახა.
მიკი ერთი შეხედვით წამგებიან საქმეს ჰკიდებს ხელს- მისი კლიენტი ტექნო მაგნატი ტრევორ ელიოტია, რომელსაც ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელობაში ადანაშაულებენ. მიკის ამ საქმეში გამარჯვება ჰაერივით სჭირდება, რომ ჩვეულ ფორმაში დაბრუნდეს და პირადი პრობლემებიც მოაგვაროს…
მაიკლ კონელის რომანის მიხედვით უკვე შექმნილი იყო იგივე სახელწოდების ფილმი.
მიკი ჰოლერის გმირი დიდ ეკრანზე 2011 წელს გამოჩნდა მეტიუ მაკონახის შესრულებით. სერიალში ადვოკატს მექსიკელი მანუელ რულფო თამაშობს.