კომეტა, რომელმაც დედამიწას ახლოს უნდა ჩაუაროს, მეგობრულ ვახშამს ღამის კოშმარად აქცევს.
ძველი მეგობრები იკრიბებიან, რომ სასიამოვნოდ გაატარონ საღამო: გემრიელად ივახშმონ და საინტერესოდ ისაუბრონ. ერთ-ერთს ჯერ კიდევ გზაში, მანაქანაში მობილურზე საუბრისას სრულიად უმიზეზოდ ეკრანი ებზარება. ამის სუფრაზე განხილვისას გაირკვევა, რომ იგივე პრობლემა სხვასაც აქვს. აღმოჩნდება, რომ დედამიწას სწორედ იმ დღეს კომეტა მილერმა უნდა ჩაუქროლოს. როგორც ერთი მათგანის მეცნიერი ძმა იუწყება, ამ დროს შესაძლებელია ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოიქმნეს, მობილური კავშირი შეწყდეს, მოკლედ რიმ ვთქვათ ანომალიური მოვლენები განვითარდეს. სტუმრები ნელ-ნელა ხვდებიან, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს…
იმ დროისთვის ჯერ კიდევ ახალგაზრდა ამერიკელი რეჟისორის- ჯეიმს უორდ ბირკიტის ინტელექტუალური ფანტასტიკა გადაღებულია მინიმალისტურ სტილში
იმ დროისთვის ჯერ კიდევ ახალგაზრდა ამერიკელი რეჟისორის- ჯეიმს უორდ ბირკიტის ინტელექტუალური ფანტასტიკა გადაღებულია მინიმალისტურ სტილში. არავითარი სპეცეფექტები, არავითარი ექშენი. ძირითად დროს დიალოგები იკავებს. თუმცა დიალოგები ისე გონივრულადაა აწყობილი, ფილმი ერთისულისმოთქმით იყურება და იდუმალების ეფექტს ბოლომდე ინარჩუნებს. ფილმის ბიუჯეტმა სულ რაღაც 50 000 ამერიკული დოლარი შეადგინა. იგი ხუთი ღამის განმავლობაში გადაიღეს, დიალოგები მასში ძირითადად იმპროვიზირებულია.