სამაგიერო (Mea culpa) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

სამაგიერო (Mea culpa)

ფერდ კავაიეს პოლიციური ,,ნონ-სტოპ” ექშენი ფრანგული დუეტის (ვენსან ლინდონი და ჯილ ლელუში) შესანიშნავი შესრულებით.

პოლიციელობა (მითუმეტეს საფრანგეთში) საკმაოდ სახიფათო პროფესიაა. თუმცა უმეტესწილად ადამიანები რომლებიც მას ირჩევენ, ძლიერი ნებისყოფის და ფიზიკურადაც გამორჩეულები არიან.
ფრენკი და სიმონი ტულონის პოლიციაში მსახურობენ და მეწყვილეები არიან. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ სიმონი კარგავს ფაქტიურად ყველაფერს: სამსახურს, თავისუფლებას, ოჯახურ იდილიას, შინაგან სიმშვიდეს.
ინციდენტიდან ექვსი წლის შემდეგ სიმონის მცირეწლოვანი ბიჭი სრულიად შემთხვევით მკვლელობის მოწმე ხდება. სერბების სისხლისმსმელი ბანდიტები ნადირობას აცხადებენ პატარა მოწმეზე. სიმონს მოუწევს ყოფილ მეწყვილესთან გაერთიანება, რათა ოჯახი დაიცვას.

სერბების სისხლისმსმელი ბანდიტები ნადირობას აცხადებენ პატარა მოწმეზე

ოლივიე მარშალის სცენარით დადგმული მყარად შეკრული ექშენი რითმული და დინამიურია:
საათნახევარი ეთერის დრო ძირითადად დამნაშავეების სდევნას, მანქანებით რბოლას, სროლებს და ხელჩართულ ბრძოლებს აქვს დათმობილი, რომლებიც საოცარი ენუზიაზმითაა დადგმული. რეჟისორი ამ თავბრუდამხვევ ამბებს შორის არც იმას ივიწყებს, მოგვიყვეს მამაშვილურ სიყვარულზე, ნამდვილ მეგობრობაზე და თავგანწირვაზე.

სამაგიერო (Mea culpa)
რეჟისორი: ფრედ კავაიე
2014წ. (საფრანგეთი)

Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
მძარცველის ხელები (Räuberhände)

მძარცველის ხელები (Räuberhände)

გერმანელი რეჟისორის თურქული ქუჩების სურნელით გაჟღენთილი ნოსტალგიური ფილმი

შემდეგი
მოხუცი (The Old Man)

მოხუცი (The Old Man)

მძაფრსიუჟეტიანი თრილერი ყოფილ საიდუმლო აგენტებზე, რომლებისთვისაც პენსია არ

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share