რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

მოხუცი (The Old Man)

მძაფრსიუჟეტიანი თრილერი ყოფილ საიდუმლო აგენტებზე, რომლებისთვისაც პენსია არ არსებობს.

მათი ბრწყინვალე სამსახიობო ფორმაში ყოფნა სერიალს სავარაუდოდ ჟანრის შედევრად აქცევს.

მოხუცი, რომელიც ერთგულ ძაღლებთან ერთად სახლში მარტო ცხოვრობს, ცენტრალური სადაზვერვო უწყების ყოფილი საიდუმლო აგენტია. მის ერთადერთ შვებას ღამის კოშმარებისაგან ეს ძაღლები და მის ქალიშვილთან სატელეფონო საუბრები წარმოადგენს.
როდესაც ერთ ,,მშვენიერ” ღამეს მას ძაღლების ღრენა აღვიძებს და მის ზღურბლზე მოგზავნილ მკვლელს ეჩეხება, დენ ჩეიზი ხვდება, რომ წარსულმა მოაკითხა, რათა ანგარიშები გაასწოროს…

დეტექტივების ავტორის თომას პერის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სერიალში მთავარ როლებს ჯეფ ბრიჯისი და ჯონ ლიტგოუ თამაშობს, რომელთა ბრწყინვალე სამსახიობო ფორმაში ყოფნა სერიალს სავარაუდოდ ჟანრის შედევრად აქცევს. პირველი ორი სერიის რეჟისორი ფრანჩიზ ,,ადამიანი ობობას” ბოლო სამო ნაწილის ავტორი- ჯონ უეიტსია.

მოხუცი (The Old Man)
შემქმნელი:რობერტ ლევინი, ჯონათან ე. სტეინბერგი
2022წ. (აშშ)

The Old Man (2022) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
სამაგიერო (Mea culpa)

სამაგიერო (Mea culpa)

ფერდ კავაიეს პოლიციური ,,ნონ-სტოპ” ექშენი ფრანგული დუეტის (ვენსან ლინდონი

შემდეგი
სამჯერ არაფერი (Trois fois rien)

სამჯერ არაფერი (Trois fois rien)

ფრანგულ-კანადური ტრაგიკომედია მაწანწალებზე, რომლებიც ლატარიას იგებენ და ახალი

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share