ფრანგულ-კანადური ტრაგიკომედია მაწანწალებზე, რომლებიც ლატარიას იგებენ და ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობენ.
ბრინდილი და კეპი პარიზის უსახლკარო მაწანწალები არიან. ისინი ვენსენის პარკში საკუთარი ხელით შეკოწიწებულ ხუხულაში ცხოვრობენ. მათ ორივეს საერთო გასაჭირი და სიძნელეები აერთიანებთ. მეგაპოლისში ყველა თავიანთი საქმითაა დაკავებული, ამიტომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთსაა მიჯაჭვული და ცდილობენ ერთმანეთს ყოფა შეუმსუბუქონ. მათი ოცნება მსოფლიოს ირგვლივ დიდ მოგზაურობაში წასვლაა, ამ ოცნების ასასრულებლად ლატარიის ბილეთებს ყიდულობენ ხოლმე და სასწაულს ელოდებიან. სიტუაცია რადიკალურად იცვლება, როცა კეპს ქუჩაში შემთხვევით გაცნობილი ლა ფლეში მოჰყავს ,,ოჯახში”. ეს მოსულელო, მაგრამ ქარიზმატული და ცხოვრების ხალისით აღსავსე ახალგაზრდა ცვლის მათ ყოველდღიურობას და ბედიღბალს.
რეჟისორი ნადეჟ ლუასო ფრანგი უსახლკარო ადამიანების სამზარეულოში გვახედებს და იქ მიღებულ ცხოვრების წესებს გვაცნობს
რეჟისორი ნადეჟ ლუასო ფრანგი უსახლკარო ადამიანების სამზარეულოში გვახედებს და იქ მიღებულ ცხოვრების წესებს გვაცნობს. თუმცა ეს მხოლოდ ფონია მთავარი პრობლემის სათქმელად. ეს მთავარი კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს დღევანდელი ევროპისთვის, ისევ და ისევ ბიუროკრატიული მანქანაა, რომელიც უბრალო მოკვდავებისათვის მთავარ მტრად და ხელისშემშლელად რჩება.