კანის კინოფესტივალების ,,ნებიერი” რეჟისორის – ოლივიე ასაიასის სატირული კომედია კინოინდუსტრიაზე.
ჰოლივუდის ვარსკვლავი მირა პარიზში ჩამოდის გადაღებებზე. იგი გადაღლილია სუპერ გმირების განსახიერებით ეკრანზე და პრობლემებით რეალურ ცხოვრებაში (მირა მწვავედ განიცდის საყვარელ ადამიანთან განშორებას) და მას აუცილებლად გადატვირთვა ესაჭიროება. ფრანგი ექსცენტრული რეჟისორი- რენე ვიდალი კი სთავაზობს ზუსტად იმას, რაც ეხლა მას სჭირდება. იგი ლუი ფეიადის კლასიკური მუნჯური კინო სერიალის რიმეიქზე მუშაობს. მირა იმდენად ღრმად ერთვება სამუშაო პროცესში, რომ რეალობასთან კავშირს კარგავს.
ყოფილმა კინოკრიტიკოსმა ოლივიე ასაიასმა იგივე სახელწოდების ფილმი უკვე გადაიღო 1990-იანების შუაში. მას შემდგ კინოინდუსტრიაში და წარმოების პროცესებში ბევრი რამ შეიცვალა, ან თუნდაც ბევრი რამ დაგროვდა, რაც დაცინვის თუ კრიტიკის ღირსია, ამიტომ ორმაგად საინტერესოა რეჟისორის თავისივე ფილმის (უფრო მასშტაბური) რიმეიქის ნახვა და მისი ახლებურად გააზრება.