უნგრულ მიყრუებულ სოფელში აჯანყებული მიცვალებულების სულები სოფლის მაცხოვრებლებს გასაქანს არ აძლევენ.
მე-19 და მე-20 საუკუნის მიჯნაზე ევროპულ მოსახლეობაში ძალზედ დიდი პოპულარულობით სარგებლობდა ფოტოგრაფია. რადგან ყველას არ ჰქონდა საშუალება ფოტოს გადაღებისა სიცოცხლეში, ზოგიერთი მათგანი ფოტოაპარატის ობიექტივში მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ხვდებოდა. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ გარდაცვლილის ახლობლებს უნდოდათ ადამიანზე ხსოვნა შემოენახათ რაღაც ფორმით.
თომაში ერთ-ერთ ამგვარი ფოტოგრაფია, რომელიც გარდაცვლილებს ტანსაცმელში აწყობს, ცოცხალს ამსგავსებს და სამახსოვრო ფოტოებს უღებს. ამ გერმანელმა ახალგაზრდამ უკვე მოასწრო ომის საშინელებებთან შეხვედრა, თუმცა იმ თავგადასავლისა და საზარელი ამბებისთვის, რაც მას წინ მოელის, აშკარად მზად არ არის. ყველაფერი კი იმით იწყება, რომ პატარა ანა მას სთხოვს სოფელში თან გაჰყვეს. ეს პატარა, ტიპიური უნგრული სოფელი
ერთი შეხედვით არაფრითაა გამორჩეული, სადაც მომაკვდინებელი ჭირისგან თითქმის ყოველ ოჯახში მიცვალებულია. მალე ირკვევა, რომ სოფელში მოჩვენებები უფრო მეტია, ვიდრე მოსახლეობა..
ფილმის სიუჟეტი ძალზედ რთულ ისტორიულ დროში ვითარდება. ევროპა ჯერ კიდევ გონს არ მოსულა პირველი მსოფლიო ომის დამანგრეველი ზემოქმედების შემდეგ, რომ ეხლა უკვე ,,ესპანური გრიპი” იწყებს ევროპის მოსახლეობის სამარეში გასტუმრებას. უნგრელმა რეჟისორმა შეძლო იმ დროის დამთრგუნველი ატმოსფეროს კარგად ასახვა კინოში და მიუხედავად ზოგან სიუჟეტური გადახვევების ქაოტურობისა, შეძლო რაღაც დოზით მისტიკასა-რეალობას შორის ზღვარი წაეშალა და ხალხური ცრურწმენები ხილული გაეხადა.