ნეთფლიქსის ბიოგრაფიული კრიმინალური დრამა მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე სისხლისმსმელ სერიულ მკვლელზე – ჯეფრი დამერზე, რომლის კისერზე 17 მოკლული და დანაწევრებული მამაკაცია.
სერიალში საქმე ეხება სასტიკ მკვლელს და მანიაკს, რომლის ისტორიამაც მთელი მსოფლიო შეაძრწუნა. პატარაობიდანვე ჯეფრის უხდებოდა დიდებისაგან საყვედურების მოსმენა. იგი მიეჩვია, რომ მშობლები მას დიდ ყურადღებას არ უთმობდნენ და უფრო პირადი პრობლემებით იყვნენ დაკავებულები.
ხშირმა გადაბარგებებმა ქალაქიდან ქალაქში თავისი გაიტანა. ყოველი სასწავლებლის შეცვლა მოზარდს უფრო ჩაკეტილს და საზოგადოებისგან გარიყულს ხდიდა. სრული მარტოობისაგან მას მხოლოდ ალკოჰოლი შველოდა. სწორედ ალკოჰოლური თრობისას დაიწყებს ჯეფრისთან სასტიკი, დანაშაულებრივი იდეების მოსვლა, რომელის სისრულეში მოყვანას ზრდასრულობასთან ერთად იწყებს.
სერიალის ერთ-ერთი თანაავტორი ,,ამერიკული საშინელებათა ფილმის ისტორიის” შემქმნელი რაიან მერფია, ხოლო მთავარ გმირს(ანტიგმირს) იგივე პროექტის მთავარი როლის შემსრულებელი ევან პიტერსი განასახიერებს.