ფსიქოლოგიური თრილერი ,,ებიუზის” და ძალადობის თემაზე.
მარგარეტი მის მოზარდ ქალიშვილთან ერთად ,,სტაბილური” ცხოვრებით ცხოვრობს: კარგი სამსახური, სადაც პატივს სცემენ, რომანი ცოლიან კოლეგასთან, რომელსაც როდესაც მოეპრიანება მაშინ დაუძახებს სექსისთვის, დანარჩენი დრო კი იგი შვილის აღზრდით და მისთვის ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარებითაა დაკავებული. ერთი სიტყვით მარგარეტს ყველაფერი აქვს უზრუნველი ცხოვრებით დატკბეს.
მაგრამ ერთხელ კონფერენციაზე იგი თავის ყოფილ პარტნიორს დევიდს შეამჩნევს, რომელსაც 22 წლის წინ გამოექცა. ამის შემდეგ დევიდი თითქმის ყველგან იწყებს გამოჩენას, სადაც მარგარეტი იმყოფება.
ქალს ეწყება პარანოია, რომ მამაკაცი მას და მის ქალიშვილს უთვალთვალებს, და რომ მისი შვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
ფსიქოლოგიური თრილერში
,ებიუზის” თემაზე რეჟისორი ყურადღებას ამახვილებს ამგვარი გამოცდილების მქონე ადამიანის პოსტ ტრამვულ მოვლენებზე. ტერმინის მნიშვნელობა ინგლისური სიტყვა ,,abuse”-დან წარმოდგება და სასტიკად მოქცევას, ბოროტად გამოყენებას ნიშნავს. ეს ურთიერთობის იმგვარი მოდელია, სადაც არსებობს აგრესორი-მსხვერპლი. მსხვერპლი დამოკიდებული ხდება აგრესორზე, რომელიც პროცესში კიდევ უფრო აღრმავებს ამ დამოკიდებულებას.
ფილმის დასაწყისში გმირი თითქოს აკონტროლებს და უძღვება თავის ცხოვრებას, მაგრამ როგორც კი წარსულის დემონები თავს ახსენებენ, ნათელ გონებას აკვიატებული იდეები ცვლის.
ფილმის ბოლოსკენ რეალობას და გამოგონილს შორის ზღვარი იშლება და გაწონასწორებული მენტალური მდგომარეობა კრახს განიცდის.
აღსანიშნავია რებეკა ჰოლის და ტიმ როთის დამჯერებელი ნამუშევარი.