ახალგაზრდული ჰორორების მთავარი მომწოდებელის, სტუდია A 24 -ის პროდიუსერობით შექმნილი კომედიური სლეშერი მდიდარი მოზარდების ჯგუფზე, რომლებიც უზარმაზარ სახლში ერთობიან ქარიშხალის დროს..
ბი მის ახალ მეგობარ გოგონასთან- სოფისთან ერთად უიქენდეზე სოფის ბავშვობის მეგობრის მდიდრულ ვილაზე მიემგზავრება. თვითონ სოფიც მდიდარი ოჯახიდანაა, მისი მეგობრები კი განსაკუთრებული წრიდან, რომლებიც საკმაოდ უცნაურად ხუმრობენ და ერთობიან..
დევიდი სახლის პატრონია და აქაურ თამაშის წესებსაც იგი ადგენს. უეცრად ამოვარდნილი ქარიშხალი ახალგაზრდებს აიძულებს სახლში შეიკეტონ და იქ გააგრძელონ ერთმანეთის დაცინვა და ქილიკი, რომელიც მალე სერიოზულ დაძაბულობაში გადაიზრდება. სიტუაცია ტრაგიკულად იცვლება, როცა ერთ- ერთ მათგანს უეცრად ყელგამოღადრულს პოულობენ.. იწყება ისტერიული ძებნა და დევნა უხილავი მკვლელისა, რომელიც როგორც ეტყობა ამაზე გაჩერებას არ აპირებს..
ეს ჰოლანდიელი მსახიობი ქალის ჰალინა რეინის მეორე რეჟისორული ნამუშევარია. მისი სადებიუტო ფილმი ,,ინსტიქტი” წარდგენილი იყო ოსკარზე საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში,.სცენარისტმა სარა დელაპემ, რომლის პიესა ,, მგლები” პულიტცერის პრემიის ფინალისტი გახდა 2017-ში, კირსტენ რუპენიანის მოთხრობის მიხედვით დაწერა სცენარი ფილმისთვის.