ფირზე (Imax) გადაღებული უცნაური ჰორორ-ვესტერნი ,, გაიქეცის” რეჟისორის ჯორდან პილისგან.
ო ჯეი ჰეივუდი და მისი და- ემერალდი კალიფორნიაში რანჩოს მფლობელები არიან, სადაც ცხენებს წვრთნიან ჰოლივუდთან თანამშრომლობისთვის. ბიზნესი არც ისე კარგად მიდის მათი მამის უცნაური სიკვდილის შემდეგ, რომელიც სავარაუდოდ თვითმფრინავიდან გადმოვარდნილმა მონეტამ იმსხვერპლა. მათი რანჩოს მეზობლად კოვბოური გასართობი პარკის მფლობელს- ჯუპს კი საქმეები კარგად მისდის, თითქოს რაღაც ისეთს არამიწიერს მიაგნო, რაც გარანტირებულ წარმატებას უზრუნველყოფს. ამასობაში ო ჯეი ცხენების ქცევაში რაღაც უცნაურს ხედავს და ცდილობს ახსნა მოუძებნოს, თუმცა უეცრად გათიშულ ელექტროენერგიას კიდევ უფრო მეტი ბურუსი შეაქვს ამ ისტორიაში. თანაც როგორც ირკვევა, ერთი ღრუბელი, რომელიც რანჩოს თავზე ადგას, დიდი ხანია საერთოდ ადგილიდან არ იძვრის…
ჯორდან პილი ის იშვიათი ამერიკელი რეჟისორია, რომელსაც კიდევ შეუძლია ჩვენი გაოცება. მარკეტინგის გენიოსიც რომაა, არც ესაა სადაო: მის რიგით მესამე ფილმზე მხოლოდ ის იყო პრემიერამდე ცნობილი, რომ ფილმში სავარაუდოდ ცხენები და უცხოპლანეტელები იქნებოდა. ჰორორის, სამეცნიერო ფანტასტიკისა და სოციალური სატირის ნაზავი ბევრ ნამდვილ ამბავსაც შეიცავს:
მეიბრიჯი, რომლზეც ფილმშია საუბარი სავსებით რეალური ფიგურაა, რომელმაც ქრონოფოტოგრაფიას დაუდო სათავე, და ასევე მაიმუნის სიუჟეტი, რომელიც მთელს ფილმს გასდევს ასევე რეალური ისტორიიდანაა ამოღებული.
2009 წელს მაიმუნი-მსახიობი თრევისი, რომელსაც რეკლამებში და სატელევიზიო შოუებში იღებდნენ თავს დაესხა მისი პატრონის მეგობარს- ჩარლი ნეშს და დაასახიჩრა, რის შემდეგ ლიკვიდირებული იქნა პოლიციის მიერ. ქალმა არაერთი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, თუმცა გარეგნობა სრულად ვერ აღიდგინა და დღემდე შლაპას და ვუალს ატარებს.


გამოიწერეთ სიახლეები
Get notified of the best deals on our product deals