კოგონადას მშვიდი და ლამაზი ფილმი მომავალზე, ოჯახზე და ხელოვნურ ინტელექტზე..
ფილმი გვიყვება ოჯახის ისტორიას, რომელიც ახლო მომავალში ხდება. ისინი რობოტს ყიდულობენ მათი მცირეწლოვანი ქალიშვილისათვის, რომელსაც მასთან ერთად ყოფნა და მისთვის სხვადასხვა ქვეყნის კულტურის შესწავლა ევალება, უმეტესად კი ჩინური კულტურის. მაგრამ ერთ დღესაც ,,იანგი” რაღაც გაუმართაობის გამო ითიშება და ოჯახის მამას იგი სპეციალისტთან მიჰყავს, რათა შეაკეთოს და ოჯახს დაუბრუნოს.
,,იანგის შემდეგ” კორეელი რეჟისორის რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელმაც მანამდე მოკრძალებული და ფაქიზი ისტორია გადაიღო სიყვარულზე და რომელმაც საკმაოდ შეუმჩნევლად ჩაიარა, თუმცა საკმარისი კი აღმოჩნდა სტუდიებისთვის, მინდობოდნენ რეჟისორს თავისი უნიკალური კინო თხრობით.
ფილმში უამრავი აქტუალური თუ მარადიულად განსჯადი თემაა წამოჭრილი. რეჟისორი მსჯელობს სიკვდილ-სიცოცხლეზე, დაკარგვის სინანულზე, ოჯახზე, მის ფესვებზე, და მსჯელობს ყველაზე მეტად მომავალზე, ხელოვნურ ინტელექტზე, მისი და ადამიანის ურთიერთობაზე, ზოგადად ადამიანობაზე…