სოფი ჰაიდის ინტელექტუალური, ბრიტანული იუმორით გაჯერებული ფილმი სექსუალურობაზე, შინაგან თავისუფლებაზე.
60 წლის ნენსი სტოუკსი ყოფილი პედაგოგია, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთი სექსუალური პარტნიორი- მისი მეუღლე ჰყავდა. ქმრის სიკვდილიდან ორი წლის შემდეგ მან გადაწყვიტა ეცადა ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდა- სექსისგან სიამოვნება მიეღო. იგი სასტუმროს ნომერს აიღებს და ,,ბიჭს გამოძახებით” შეუკვეთავს…
ფილმში რეჟისორისთვის მთავარი თემა – ადამიანის სექსუალურობის კვლევაა. ეს ძალზედ გონივრული კინოა, რომელიც პირველი კადრებიდანვე თავისი სითბოთი, გულახდილობით გვატყვევებს და ტიტრებამდე აღარ გვიშვებს.
რა თქმა უნდა ემა ტომპსონის მონაწილეობა ფილმში ერთგვარად ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მას სრულად გაითავისა თავისი გმირი და არც სექსუალური ხასიათის სცენებს აარიდა თავი მის სოლიდურ ასაკში.