კლაუსტროფობიული, პოსტაპოკალიპტური საშინელებათა ფილმი, სადაც მსოფლიო ეპიდემიის ფონზე ორი ოჯახი ცდილობს გადარჩენას ტყეში მდებარე განმარტოებულ სახლში.
ცივილიზაციას საშინელი ეპიდემია განადგურებით ემუქრება. რათა თავი როგორმე დაიცვან, ოჯახობა ტყეში ჩაფლულ სახლში იმალება და უსაფრთხოების ყველა ზომას უმკაცრესად იცავს. მათ მყუდროებას ღამე შემოჭრილი უცხო ადამიანი არღვევს, რომელსაც თავის მხრივ ოჯახი ყავს გადასარჩენი. ოჯახის თავკაცს მოუწევს რთული გადაწყვეტილების მიღება: ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვა თუ სხვა ადამიანის სიცოცხლის უგუვებელყოფა ამ უსაფრთხოების წილ.
რომელი უფრო მთავარია?
რა იქნება ამ გადაწყვეტილების ფასი?
ტრეი ედვარდ შულცის ფილმის ბიუჯეტი 5 მილიონი დოლარი იყო, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა საინტერესო ჰორორის შესაქმნელად, სადაც აქცენტი ,,სასპენსზე” და კარგ მსახიობებზე გაკეთდა და არა სპეცეფექტებზე. ფილმი გადაღებულია ნატურაზე, ხელოვნური დეკორაციების გარეშე, რაც თავისთვად სასიამოვნო ფაქტია. ფილმში გაცილებით მეტი ადგილი დრამას უჭირავს, ვიდრე ვირუსით შეპყრობილ ადამიანებს და ამ დრამაში ადგილი კი მთავარ დემონს, რომელიც ჩვენში იმალება.