,,შეცვალო სამყარო ნიშნავს, გააკეთო რამე ხმაურიანი”-
ეს სლოგანი შვედურ სერიალს ეკუთვნის, რომელიც, Spotify-ის შემქმნელების დანიელ ეკას და მარტინ ლორენტსონსონის ისტორიას გადმოგვცემს.
მუსიკა ადამიანების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იგი მათ ყველგან თან ახლავს: ყოველდღიურ ყოფაში, ბედნიერ თუ სევდიან მომენტებში. საყვარელი ტრეკები ხშირად გვეხმარება დავძლიოთ რთული პერიოდი.
ამ და სხვა ინტერესებიდან გამომდინარე მუსიკალური ინდუსტრია სულ განვითარებას განიცდის: ფირფიტები, აუდიოკასეტები ციფრულმა ტექნოლოგიებმა შეცვალეს. თუმცა ციფრული ტექნოლოგიის პირობებშიც იყო პერიოდი, როცა ტრეკებზე და მუსიკალურ ალბომებზე წვდომა საკმაოდ შეზღუდული იყო. წარმატებული შვედი მეწარმეების სტარტაპმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალა…
სერიალი დაფუძნებულია სვენ კარლსონის და ოიანეს ლეიონჰუფვუდის წიგნზე – «Spotify Untold», სადაც მოთხრობილია ის რთული გზა მუსიკალური სერვისისა, რაც მან გაიარა: ნეგატიურად განწყობილი ხმისჩამწერი სტუდიებიდან დაწყებული დამთავრებული თვით სტივ ჯობსთან პირად ომამდე, რომელიც სერვისის ამერიკაში გაშვების წინააღმდეგი იყო.