fbpx
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ღამის მაქცია (Werewolf by Night)

| მარველის სტილისტური ჰორორი გაელ გარსია ბერნალით მთავარ როლში..

მარველის სტილისტური ჰორორი გაელ გარსია ბერნალით მთავარ როლში..

ბლადსთოუნის მამულში მონსტრებზე მონადირეები იკრიბებიან. საგვარეულოს მთავრის- ულის ბლადსთოუნის სიკვდილის შემდეგ საოჯახო რელიქვია- სისხლიანი ქვა(იგი ეხმარება ურჩხულების დაძლევაში) ახალ მფლობელობაში უნდა გადავიდეს. განსვენებულის მეუღლე- ვერუსა სთავაზობს სტუმრებს ლაბირინთში გასეირნებას, სადაც მონსტრია გაშვებული. ვინც მას დაამარცხებს, ჯადოსნური ქვის მფლობელიც ის გახდება.


პრეტენდენტებს შორის ულისის ქალიშვილი- ელზა ბლადსთოუნი და უცნაური მამაკაცი ჯეკ რასელია, რომელსაც აშკარად სხვა მიზნები აქვს ამ სასიკვდილო შეჯიბრში.

მარველის ახალი პროექტი, რომელიც დისნეი+ ზე გამოვიდა წინა საუკუნის საკულტო ჰორორების სულითაა გაჟღენთილი.
ფილმის რეჟისორი ოსკაროსანი კომპოზიტორი მაიკლ ჯაკინოა, რომელმაც მანამდე მხოლოდ ერთი მოკლემეტრაჟიანი ,,Monster Challenge” და მინი-სერიალ ,,Star Trek: Short Treks”- სთვის ერთი ეპიზოდი გადაიღო.


სპეც-გამოშვების ფილმის ქრონომეტრაჟი 52 წუთია, იგი როგორც დამატება, ბონუსი ისე გამოიყურება და თავისთავად ექსპერიმენტულია კომიქსების ფორმატისათვის

ღამის მაქცია (Werewolf by Night)
რეჟისორი: მაიკლ ჯაკინო
2022წ. (აშშ)

Werewolf by Night (2022) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
შერვუდი (Sherwood)

შერვუდი (Sherwood)

| გამოძიება, რომელიც ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიანად ითვლება

შემდეგი
მოთვალთვალე (Watcher)

მოთვალთვალე (Watcher)

| ჰლოია ოკუნოს, კინოსამყაროსთვის კარგად ცნობილი სიუჟეტის ღირსეული, ავტორისეული

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ
Total
0
Share