გარეთ ბრინის (სერიალ ,,Line of Duty”- ის ერთ-ერთი რეჟისორი) დეტექტიური სერიალი პოლიციელ ქალზე, რომელიც მივიწყებულ მკვლელობას იძიებს.
კარენ პირი პოლიციის სერაჟანტია, რომელიც თავისი პროფესიას ყველაფერზე მაღლა აყენებს. იგი ადვილად ხსნის იმ საქმეებს, რომლებიც მის მაგიდაზე ხვდება. ერთხელაც ესე მოხვედრილ 25 წლის წინანდელ საქმეს ჰკიდებს ხელს, რომელიც გოგონას მკვლელობას ეხება.
მაშინ, ოცდახუთი წლის წინ ეჭვი სამ ახალგაზრდა მამაკაცზე იყო, რომლებმაც გოგონას გვამი იპოვნეს, თუმცა სამხილის უქონლობის გამო ისინი მალევე გაანთავისუფლეს. ეხლა კარენს საკმარისი მტკიცებულებები და ნება აქვს იმისათვის, რომ საქმე ხელახლა აღძრული და გამოძიებული იყოს.
შეუპოვარ პოლიციელს მოუწევს თავის კოლეგებთან (რომლებიც ამ საქმეს იძიებდნენ) კონფლიქტის გადალახვა და გარკვევა, თუ რა მოხდა იმ საბედისწერო ღამეს…