თომას მ. რაითის ატმოსფერული კრიმინალური დრამა, რომელიც 2003 წელს მომხდარ ტრაგედიაზეა დაფუძნებული.
უცნობი მამაკაცები ერთმანეთს ავტობუსში გაიცნობენ. ჰენრი ცხოვრებისგან გათელილი ადამიანია, რომელიც სახლში ბრუნდება. მას არც სამუშაო აქვს და არც მეგობრები გააჩნია. მისი ახალი ნაცნობი პოლი მას სამუშაოს სთავაზობს, რომელიც გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ამ საქმეში ჰენრის მეწყვილე გამოცდილი და გაწონასწორებული მარკია, რომელმაც ყოველთვის იცის რა უნდა გააკეთოს. ოღონდ ამ ყველაფერში რამოდენიმე ნიუანსია: მარკი ფარული პოლიციელია, რომელიც მნიშვნელოვან საქმეზე მუშაობს, ჰენრისაც აქვს რაღაც თავისი საიდუმლო, რომლის სააშკარაოზე გამოტანასა მარკი მთელი ძალისხმევით ცდილობს…
ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა და ,,ფესტივალის განსაკუთრებული ხედვის” ნომინაციაზე იყო წარდგენილი. ეს საუცხოო თრილერი თანამედროვე ავსტრალიური კინოს საუკეთესო ტრადიციებშია შექმნილი და გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული, სულის შემხუთავი ატმოსფეროთი, რომელიც ტიტრების შემდეგაც არ გვიშვებს.