fbpx
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

შავი ჩიტი (Black Bird)

სცენარისტ დენის ლიჰეინის (,,შეშლილთა კუნძული” ; ,,იდუმალი მდინარე”) და მიხაელ რ. როსკამის კრიმინალური სერიალი ჯეიმს კინის მემუარების მიხედვით, რომელიც სერიულ მკვლელთან ერთად ერთ საკანში იჯდა აღიარებითი ჩვენების მისაღებად.

1990 წელი.
ჯიმი კინი, სპორტსმენი, მომხიბვლელი და ქარიზმატული ახალგაზრდა, პოლიციელი მამის შვილი, პარალელურად ნარკოტიკების გამსაღებელია. როდესაც იგი პოლიციას ფაქტით აყავს, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე თანხმდება და 10 წლიან სასჯელს იღებს. უკვე აქ ციხეში მას ფედერალური ბიუროს თანამშრომელი ესტუმრება და თავისუფლების ფასად გარიგებას სთავაზობს: იგი განსაკუთრებულ ციხეში უნდა გადაიყვანონ და სავარაუდო სერიულ მკვლელთან ერთად ერთ საკანში მოათავსონ. ჯიმიმ მთელი თავისი ქარიზმატულობა უნდა გამოიყენოს და თანამესაკნე აალაპარაკოს, რომელიც არ სცნობს დანაშაულს და რომლის კისერზე (პროკურორის აზრით) ათეულობით ადამიანის სიცოცხლეა…

შავი ჩიტი (Black Bird)
შემქნელი: დენის ლეჰანი
2022წ. (აშშ)

Black Bird (2022) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
Tarkovsky’s Long Take – The Mirror

Tarkovsky’s Long Take – The Mirror

Add to favorites

შემდეგი
Blowup- The Park/An assignation

Blowup- The Park/An assignation

Add to favorites

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ
Total
0
Share