კლარკი (Clark) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

კლარკი (Clark)

კრიმინალური სერიალი კლარკ ულოფსონზე, რომელსაც მსოფლიო უნდა უმადლოდეს ისეთი ტერმინის დაბადებას, როგორიც
,,სტოკჰოლმის სინდრომია”.

კლარკი ფეთქებადი ხასიათის, ნარცისული გადახრებით, თუმცა ქარიზმატული და საოცრად მომხიბვლელი ახალგაზრდაა, რომელსაც ადრეული ასაკიდან რეციდივისკენ მიდრეკილება აქვს.
მისი თავისუფლების მაძიებელი სული, ახალგაზრდული მაქსიმალიზმი, სექსისკენ სწრაფვა განსაზღვრავს ხშირ შემთხვევაში მის გადაწყვეტილებებს.
კლარკის დამოკიდებულება ცხოვრების, ქალების და ფულის მიმართ ნაბიჯ-ნაბიჯ, ლოგიკურად მიდის იმ მთავარ მომენტამდე, რომლის დროსაც ბანკში მძევლებია აყვანილი. აქედან იწყება მისი საოცარი პოპულარულობა კრიმინალურ სამყაროში და მისი ,,ვარსკვლავად” ჩამოყალიბება…

სერიალი გადაღებულია თვითონ კლარკ ულოფსონის ავტობიოგრაფიული წიგნის მიხედვით მცირეოდენი მხატვრული გადახვევებით. სერიალის სცენარისტი და რეჟისორი კლიპების სამყაროში ძალიან ცნობილი ადამიანი იონას ოკერლუნდია, რომელსაც ისეთი მუსიკოსებისთვის და ჯგუფებისთვის აქვს კლიპები გადაღებული, როგორიც: Madonna, Beyoncė, U-2, Metallica, The Prodigy – ია.

კლარკი (Clark)
შემქმნელი: იონას აკერლუნდი
2022წ. (შვედეთი)

Total
0
Shares
წინა
Vicky Cristina Barcelona – In English

Vicky Cristina Barcelona – In English

შემდეგი
შურისძიება (Vengeance)

შურისძიება (Vengeance)

| პირველი შეხედვით ფილმი როგორც დეტექტივი ისე გამოიყურება, თუმცა მკვლელობის

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

ID•U
Total
0
Share