ცნობილი რეჟისორების საშინელებათა ფილმების საინტერესო კოლექცია (8 ეპიზოდი), რომლის კურატორი ამგვარი ამბების უზადო მთხრობელი გილერმო დელ ტოროა.
ვალები რომ როგორმე გაისტუმროს, ყველასა და ყველაფერზე განაწყენებული ვეტერანი მიტოვებული საცავების აუქციონებზე იღებს მონაწილეობას და გარდაცვლილი ადამიანის დატოვებულ ნივთებში ოკულტიზმის შემცველ, სარიტუალო ნივთებს პოულობს;
სასაფლაოს მაყურებელი სამარხებს ძარცვავს გამდიდრების მიზნით, თუმცა ამ ბინძურ საქმეში ვირთხები ხელს უშლიან;
ხანშიშესული პათოლოგანატომი შახტაში უცნაური აფეთქების შედეგად დაღუპულთა გვამების გაკვეთას აკეთებს;
გადაწყვეტს რა მომხიბვლელად გამოიყურებოდეს, ქალი იმ კრემს ისმევს, რომელზეც ალერგია აქვს;
კოლეგის ნახატების ნახვის შემდეგ მხატვარს საშინელი ზმანებები ეწყება;
ძმა ბავშვობაში გარდაცვლილი თავის ტყუპისცალი დის დაბრუნებას ცდილობს საიქიოდან; სახელგანთქმული მწერალი, ექსტრასენსი, ასტროფიზიკოსი და მუსიკალური პროდუსერი მილიონერის სახლში დახურულ ჩვენებას ესწრებიან;
ორნითოლოგების ოჯახური წყვილი კუნძულზე მიემგზავრება კვლევისათვის და ძველ, იდუმალ სახლში სახლდება.
გილერმო დელ ტორო რამოდენიმე ფრაზით შესავალს უკეთებს სერიალის 8 ეპიზოდს და ეს ყველაფერი (დელ ტოროს კომპლიკაციაც მათ შორის) ჰიჩკოკის 70 წლის წინანდელ პროექტს და კონფერანსს მოგვაგონებს. სერიალის თემაც ხომ მსგავსია:
ამ საშინელებათა ფილმების კოლექციის ავტორების გვარები(ვინჩენცო ნატალი; გილერმო ნავარო; ანა ლილი ამირპური…) ცნობილია ჰორორების სამყაროში, ისევე როგორც მწერლების, რომელთა მოთხრობების მიხედვით სერიალია გადაღებული. მთავარი ღერძი კი, რომელზეც ეპიზოდების დიდი ნაწილია აგებული, უდიდესი პესიმისტი ჰოვარდ ლავკრაფტი და მისი დაუოკებელი ინტერესის მატარებელი ყოველი იმქვეყნიური საშინელებების, ოკულტიზმის მიმართ მოთხრობებია.