ზაკ კრეგერის ბარბაროსული ჰორორი სახლზე, რომლის სარდაფში საშინელი საიდუმლოა გამოკეტილი.
ჩადის რა დეტროიტის მიყრუებულ უბანში გვიან ღამით, ტეზი აღმოაჩენს, რომ მის მიერ Airbnb-ზე დაჯავშნულ მისამართზე უკვე ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცი ცხოვრობს. რადგან გარეთ თავსხმა წვიმაა და სასტუმროებშიც ადგილი არ არის, გოგონა თანხმდება მამაკაცის შემოთავაზებას ეს ღამე სახლში გაათენოს. მისი ,,მასპინძელი” სანდო და მჭერმეტყველად მოსაუბრე ადამიანი ჩანს და საღამოც არაჩვეულებრივ გარემოში ჩაივლის. მეორე დღისით სამსახურის გასაუბრებიდან ამ ნახევრადმიტოვებულ უბანში დაბრუნებული ტეზი აღმოაჩენს რომ სახლის სარდაფში საიდუმლო კარებია, კარების უკან კი უფრო სასტიკი საიდუმლო, ვიდრე წარმოდგენა შეიძლება…
ფილმის რეჟისორმა – ზაკ კრეგერმა (კომედი-ჯგუფ ,,The Whitest Kids U’Know”-ის წევრი)
ინტერვიუში აღნიშნა, რომ გოგონას სიუჟეტის მოფიქრების დროს (რომელიც ყურადღებას არ აქცევს გამაფრთხილებელ სიგნალებს და საბოლოოდ უცხო მამაკაცთან ერთი-ერთზე რჩება), ინსპირაცია გევინ დე ბეკერის ბესთსელერიდან ,,შიშის ნიჭი” აიღო, თუმცა საბოოლოდ სიუჟეტი ადვილად ამოსაცნობად მიიჩნია და მასში მკვეთრი მოტრიალება გადაწყვიტა. კრეგერმა ,,ბარბაროსში” უკვე კლასიკად ქცეულ ჰორორებში მონაწილე მსახიობები(ბილ სკარსგარდი და ჯასტინ ლონგი) დააკავა და ეს ,,ქასთიც” სიუჟეტისთვისაც წარმატებით გამოიყენა.

