აკროფობიული თრილერი უდაბნოში მდგარ უზარმაზარ ანძაზე გამოკიდებულ გოგონებზე.
მეუღლის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, რომელიც კლდეს მოსწყდა მასზე ასვლისას, მისი მეუღლე ბეკი ერთი წლის შემდეგაც დეპრესიულ მდგომარეობაში იმყოფება და ალკოჰოლს ეძალება. მის ყოველდღიურობაში უეცრად შემოჭრილი ახლო მეგობარი ჰანტერი არწმუნებს მას, რომ ამ სტრესის გადალახვის უებარი წამალი იცის: უდაბნოში ეულად მდგარი 600-მეტრიანი ტელერადიოგადაცემის ანძა.
გოგონები იწყებენ ასვლისათვის მზადებას.
ცაში აღმართულ აკროფობიულ მონსტრზე ასვლისას კი ყველა შიში ქვემოთ უნდა დატოვო, რაც ყველა მოკვდავს არ ძალუძს, მითუმეტეს რომ ესეთ სიმაღლეზე ადამიანს წარმოდგენა არა აქვს რა საფრთხე შეიძლება ელოდებოდეს..
მსგავს ექსტრემალურ სიტუაციებში ჩავარდნილ ადამიანებზე სიუჟეტი სიახლე არ უნდა იყოს, მაგრამ ,,ვარდნის” ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მაინც ზოგადად სიმაღლეზე გადაღებების სხვა ეტაპზე გადასვლაა, რის საშუალებასაც თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა. ოპერატორის თავბრუსდამხვევი ნამუშევარი მართლაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია.
სცენარისტზე და რეჟისორზე- სკოტ მანზე შთაბეჭდილება კალიფორნიაში რეალურად არსებულმა ტელეანძამ მოახდინა და ფილმის იდეაც ამან დაბადა. სიმაღლის შეგრძნების ზუსტად გადმოცემისთვის ფილმი IMAX -ის ფორმატზეა გადაღებული, ხოლო ანძის წვერი სადაც მთავარი მოქმედება ვითარდება, მთაზე აგებული 30 მეტრიანი დეკორაციაა, რამაც თავისი ადრენალინი დაუმატა სიუჟეტს..