სადღაც (Somewhere) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

სადღაც (Somewhere)

ვენეციის კინოფესტივალის ოქროს ლომის მფლობელი, საოცარი ირონიით და მგრძნობელობით განმსჭვალული ფილმი ჰოლივუდის ვარსკვლავზე და მის შინაგან ძიებებზე.

ჰოლივუდის წარმატებული მსახიობი ჯონი მარკო ცხოვრებისგან ყველაფრის მიღებას ცდილობს და თავის თავს უარს არაფერზე ეუბნება: მის სტანდარტულ მენიუს აღვირახსნილი ხმაურიანი საღამოები; სტრიპტიზის მოცეკვავე ტყუპი გოგონები და ალკოჰოლი შეადგენს. თუმცა ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს. მორიგი ესეთი საღამოს შემდეგ გაღვიძებული მარკო შინაგან სიმძიმეს ვერაფერს უხერხებს. სწორედ ამ დროს მის ცხოვრებაში მისი 11 წლის ქალიშვილი- კლეო იჭრება და მარკოც ეჭიდება ამ შანსს, რომელმაც შეიძლება მისი ,,ვარსკვლავური” ყოველდღიურობა შეუმჩნეველი ჭაობიდან ამოქაჩოს და იხსნას.

სოფია კოპოლას ფილმი ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულიცაა და მის ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეყრდნობა, ამიტომაც მასში საოცარი ნატურალურობითაა გადმოცემული ის სივრცე, ის ატმოსფერო, რომელშიც შემოქმედებით ადამიანებს უწევთ ტრიალი. ვარსკვლავი მამის და შვილის ურთიერთობას ძირითადი საეთერო დრო აქვს დათმობილი. ჯონი მარკოს პერსონაჟი ერთგვარად ჰოლივუდური ბოჰემის კრებითი გამოხატულებაა, რომლის ჩაუმქრალი პოპულარობის უკან სევდა და მარტოობაა ჩასაფრებული.

სადღაც (Somewhere)
რეჟისორი: სოფია კოპოლა
2010წ. (აშშ)

Total
0
Shares
წინა
Cave Man – Big Egg Scene

Cave Man – Big Egg Scene

შემდეგი
Abbas Kiarostami – Love as Misunderstanding

Abbas Kiarostami – Love as Misunderstanding

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share