ნაწყვეტი ელიო პეტრის (Elio Petri) 1970 წლის ფილმიდან ‘Investigation of a Citizen Above Suspicion’, ჯან მარია ვოლონტეს (Gian Maria Volonté) მონაწილეობით.
ფილმში იტალიური პოლიციის უაღრესად დამსახურებული ინსპექტორი (Gian Maria Volonte) კლავს თავის საყვარელს და ხდება მკვლელობის გამოძიების ნაწილი. ინსპექტორი იწყებს დანაშაულის ადგილას სამხილების გაყალბებას, რასაც მისი კოლეგები ან აიგნორებენ ან ვერ ამჩნევენ. მაგრამ ყველაფერი ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მკვლელს ერთის მხრივ წვდომა აქვს სამხილებზე, რომლებსაც აყალბებს თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად და მეორეს მხრივ ცდის იტალიის სამართალდამცველებს და ეჭვქვეშ აყენებს მათ კომპეტენციას.
აღსანიშნავია, რომ 80-იან წლებში, Cannon Films-მა შეიძინა ამ ფილმის უფლებები და სურდათ ინგლისურენოვანი რიმეიქის გადაღება. რიმეიქში მთავარი როლი უნდა შეესრულებინათ ისეთ ცნობილ მსახიობებს, როგორებიც არიან ალ პაჩინო (Al Pacino) და კრისტოფერ უოლქენი (Christopher Walken). სცენარზე იმუშავებდა პოლ შრედერი (Paul Schrader), რეჟისორობას გაუწევდა ან სიდნი ლუმეტი (Sidney Lumet) ან ანდრეი კანჩალოვსკი (Andrei Konchalovsky), თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და პროექტი ჩავარდა.
ცნობილი კომპოზიტორი ენიო მორიკონე (Ennio Morricone) გვიამბობს თუ როგორ შექმნა ეს კომპოზიცია ფილმისთვის ‘Investigation of a Citizen Above Suspicion’