რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

წინანდლის ფესტივალის საიუბილეო სეზონი

წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მეხუთე, საიუბილეო სეზონის თარიღები ცნობილია!

2023 წელს, ფესტივალი 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება და მსმენელს, ტრადიციულად წინანდლის ისტორიულ მამულში უმასპინძლებს.

წინანდალს კვლავ ეწვევიან მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები, თუმცა საიუბილეო სეზონზე ორგანიზატორები განსაკუთრებით საინტერესო პროგრამასა და მუსიკოსების გამორჩეულ შემადგენლობას გვპირდებიან.

ინფორმაცია ფესტივალის პროგრამისა და სხვა დეტალების შესახებ ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

„2023 წელს ფესტივალს 5 წელი უსრულდება. ეს მნიშვნელოვანი თარიღია. ეს ის ზღვარია, რომლის გადალახვის შემდეგ ფესტივალი სხვა განზომილებაში გადადის და მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს ქვეყნის და საზოგადოების ცნობიერებაში.  

ძალიან რთული იყო პანდემიის წლებში ფესტივალის გამართვა, მაგრამ ჩვენ შევძელით, რომ წყვეტა არ ყოფილიყო და 100-მდე კონცერტი გავმართეთ, გქონდა 18 პირდაპირი ეთერი კლასიკური მუსიკის ყველაზე რეიტინგულ საერთაშორისო პლატფორმებზე, ვუმასპინძლეთ 70 მსოფლიოში აღიარებულ ვარსკვლავს. წინანდლის ფესტივალის წიაღში დაბადებულ პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს უკვე 8 ქვეყნიდან უერთდებიან მუსიკოსები და ეს ყველაფერი საოცარ ენერგიას ქმნის წინანდალში.

გვაქვს სასიხარულო ამბავი – მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა დაგვთანხმდა და ის კიდევ 3 წელი იქნება ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელი. მაესტროს დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე ეს შეთანხმება ურთულესი პროცესის შედეგია. ჯანანდრეა ნოზედა გახლავთ აშშ-ს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ასევე, ციურიხის საოპერო თეატრის მუსიკალური დირექტორი, ლონდონის და ისრაელის სიმფონიური ორკესტრების მთავარი მოწვეული დირიჟორი.  დროის დეფიციტის მიუხედავად, 2023 წლიდან ნოზედა წინანდლის ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელიც იქნება და ეს მნიშვნელოვანი შენაძენი ფესტივალის დამფუძნებლების და მთელი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია. სულ მალე გამოვაქვეყნებთ რეპერტუარს და მონაწილეთა სიას, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი იქნება. “ – დავით საყვარელიძე, წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი.

billboard.com.ge

FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
დიდი ტალღა (A Bigger Splash)

დიდი ტალღა (A Bigger Splash)

| ლუკა გუადანინოს ვარსკვლავური დრამა სიყვარულზე, მეგობრობაზე, ეჭვიანობაზე და მის

შემდეგი
1899

1899

| ,,dark-ის" შემქმნელების ახალი მისტიური სერიალი

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ
Total
0
Share