‘ადამსების ოჯახის’ კომიქსის მიხედვით გადაღებული, ტიმ ბარტონის სადებიუტო სერიალი.
უენსდეი ადამსს (ადამსების ოჯახის შთამომავალი) მორიგი სკანდალის შემდეგ ჩვეულებრივი სკოლიდან რიცხავენ. მისი შემდგომი სასწავლებელი უნიკალური სკოლა-ინტერნატი, Nevermor-ის აკადემიაა, რომელიც თავისი არსებობის 200 წელს ითვლის და საკმაოდ მდიდარი ისტორია აქვს(მისი სახელგანთქმული მშობლებიც ხომ აქ სწავლობდნენ). აქ მას მოუწევს მისი თანატოლების გადამეტებული ყურადღების გადალახვა, ექსტრასენსული უნარების ათვისება და მკვლელობების სერიის გახსნა, რომელსაც მთელი ის მხარე შიშის ქვეშ ჰყავს.
ტიმ ბერტონმა, რომელსაც 30 წლის წინ სულ ცოტა დააკლდა, რომ გადაეღო საკულტო ,,ადამსების ოჯახი” (საბოლოოდ იგი სხვა საინტერესო პროექტით დაკავდა), მის პირველ სატელევიზიო დებიუტად ეს ნეოგოთიკურ-დეტექტიური სერიალი აარჩია.
მისი აუწონავი გამოცდილება ამგვარი სიუჟეტების და პერსონაჟების შექმნისა, ასევე ორიგინალური კინოვერსიიდან გამოყოლილი შავი იუმორი სერიალის ატმოსფეროს ძალიან ადგება და უნიკალურ სანახაობად აქცევს.
უკვე გამოსვლიდან ერთ კვირაში სერიალმა 341,2 მილიონი(საათი) ნახვა შეაგროვა და ,,Stranger Things”-ის მეოთხე სეზონის რეკორდი დაამხო. მისი მთავარი აღმოჩენა და წარმატების ერთ -ერთი მიზეზი მთავარი როლის შემსრულებელი, მექსიკური ფესვების მქონე 20 წლის ჯენა ორტეგაა, რომელმაც კინოსადმი ინტერესი ექვსი წლის ასაკიდან გამოამჟღავნა და დღემდე უკვე საკმაოდ ხმაურიან პროექტებში მიიღო მონაწილეობა.