სიკვდილ-სიცოცხლეს შორის (Entre la vie et la mort) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

სიკვდილ-სიცოცხლეს შორის (Entre la vie et la mort)

მეტროს ,,რიგითი” მემანქანე ბრიუსელის კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ.

ლეო კასტანედა ბრიუსელის მეტროში მემანქანედ მუშაობს. ერთ დღესაც მატარებლის ბაქანზე მიახლოებისას მას რელსებში მოზარდი უვარდება. აღმოჩნდება რომ ბიჭი, რომელიც სავადმყოფოში მოგვიანებით გარდაიცვლება, მისი შვილი იყო, რომელიც ლეოს ორი წელია არ უნახავს. როგორც გამოძიება ადგენს, დაღუპული სინამდვილეში იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. კასტანედა გადაწყვეტს შური იძიოს მისი შვილის მკვლელებზე. პარალელურად ბრიუსელის პოლიციაც გამოძიებას აწარმოებს და მათ ეჭვი შეაქვთ, რომ მეტროს რიგითი თანამშრომელი გამოძიებას რაღაცას უმალავს.

ამასობაში კი კასტანედას უწევს მათ თვალთვალსაც თავი დააღწიოს და კრიმინალური დაჯგუფების სამალავებიც აღმოაჩინოს.

ამ საოცრად ჩახვეული თრილერის სცენარისტი და რეჟისორიმ ჯორდანო გედერლინია, რომელსაც მანამდე სცენარი აქვს დაწერილი ისეთი ფილმებისთვის როგორიცაა (Les misérables, 2019წ) და ( Tueurs, 2017წ). მან მთავარი როლის შემსრულებლად ესპანელი მსახიობი ანტონიო დე ლა ტორე მოიწვია, რომელმაც დაკისრებულ სამუშაოს თავი კარგად გაართვა და თავისი იდუმალება და ხიბლი შესძინა მთავარ პერსონაჟს.

სიკვდილ-სიცოცხლეს შორის (Entre la vie et la mort)
რეჟისორი: ჯორდანო გედერლინი
2021წ. (ბელგია
)

72/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
წმინდა ობობა (Holy Spider)

წმინდა ობობა (Holy Spider)

| ალი აბასის თრილერი სერიულ მკვლელზე, რომელსაც ქალაქის ცოდვებისგან განწმენდა

შემდეგი
San Junipero

San Junipero

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share