დევიდ მიშოს კრიმინალური დრამა ავსტრალიური კრიმინალური ოჯახის შიდა შრეებს იკვლევს.
დედის პერედოზირებით სიკვდილის შემდეგ 17 წლის ჯოშუა საკუთარ სახლში მარტოდმარტო რჩება. მის მეთვალყურეობას თავის თავზე ჯოშუას ბებია იღებს. ახალგაზრდა ადამიანი ხვდება ახლო ნათესავების წრეში, რომელთაგან მის დისტანცირებას დედამისი მთელი ცხოვრება ცდილობდა. მათი საქმეები აშკარად კანონგარეშეა, და ჯოშუას მოუწევს არჩევანის გაკეთება: იყოს ოჯახთან ერთად, მისი ერთგული თუ იყოს მეორე მხარეს…?
რეჟისორი წლები ლოგიკურად მიდიოდა ამ ფილმისკენ: რამოდენიმე წლის განმავლობაში იღებდა მოკლემეტრაჟიან ფილმებს ანალოგიურ თემატიკაზე, შემდეგ დაიტოვა რამოდენიმე მსახიობი ამ ფილმებიდან, დაიმატა გაი პირსი, შექმნა კარგი სამსახიობო ანსამბლი და მაყურებელი ჩაგვძირა ავსტრალიური კრიმინალური კლანის სასტიკ ყოფითობაში.
აქ ვერ ნახავთ რომანტიზირების და გალამაზების მცდელობას. ყველაფერი თითქოს ძალიან მშრალი და ნატურალურია, თუმცა რეჟისორს არც გემოვნება და არც საინტერესო თხრობის ნიჭი ღალატობს და ფილმი ბოლომდე ინარჩუნებს დრამატიზმს და აქედან გამომდინარე მაყურებლის ინტერესს.

