2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ძლიერ ემოციური დრამა.
ორი ოჯახი, ორი წყვილი იკრიბება ეკლესიის ერთ-ერთ მისაღებ ოთახში დიალოგის გასამართად.
წლების წინ მომხდარმა საშინელმა ტრაგედიამ ორივე ოჯახზე უდიდესი ჭრილობა დატოვა და ამ შეხვედრით ისინი იმედოვნებენ, რომ რაღაც კითხვებს იქნებ პასუხი გასცენ, რათა სულიერ ტრამვებს რამე მოუხერხონ.
ფრენ კრანცის
ფილმის ნახვის შემდეგ რაღაც პერიოდი მაინც უჟანგბადო სიცარიელე და შოკი გრჩება.
სუფთა და დაუფარავ ემოციებს, რომლებსაც მსახიობები საოცრად დელიკატურად და დიდი სინამდვილით თამაშობენ ფილმის ქრონომეტრაჟი მეორე პლანზე გადაჰყავს. აზრი ეძლევა მხოლოდ მთავარი გმირების განცდებს და დამოკიდებულებას გარკვეული ფაქტებისა და საგნებისადმი. აქ ტექსტების მიღმაც ბევრი რამ ითქმება ჟესტებისა და გამოხედვის საშუალებით. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ძლიერი რეჟისურის და საუცხოო სამსახიობო გუნდის უშუალო დამსახურებაა.

