გერმანული ჯაშუშური ექშენის მთავარი მოქმედი პირი ,,ქილერი” ქალია, რომელიც ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ შურისძიებას იწყებს.
კლეომ ციხეში ბევრი წელი გაატარა. იგი დაქირავებული მკვლელი და ჯაშუში იყო, რომელიც ქვეყნის მთავრობაზე მუშაობდა. მის წარმატებით შესრულებულ სამუშაოსთან ერთად მუდმივი კლიენტების რიცხვიც იზრდებოდა, თუმცა იზრდებოდა შეძენილი მტრების რაოდენობაც, რომელთა შეთქმულებამ საბოლოოდ იგი გისოსებს მიღმა აღმოაჩინა. გერმანიის გაყოფამ მისი მტრები ბერლინის კედლის მეორე მხარეს დატოვა, თუმცა წლების შემდეგ შურისძიების წყურვილი მასში ოდნავაც არ განელებულა. ბერლინის კედლის დაცემა და ციხიდან გათავისუფლება აძლევს კლეოს შანსს ყველა მის ავისმსურველს სათითაოდ გაუსწორდეს…