ჩჟან იმოუ სხვა დიდი რეჟისორების მსგავსად სიყვარულში უტყდება მის უდიდებულესობა სინემატოგრაფს…
ფილმის მოქმედება, რომელიც იან გელინის რომანის მიხედვითაა გადაღებული, ჩინეთის კულტურული რევოლუციის პერიოდში ვითარდება. 1966-76 წლებში თავჯდომარე მაო ძედუნის მეთაურობით ქვეყანაში გატარებული იქნა რიგი იდეურ-პოლიტიკური კომპანიისა, რომელიც მიზნად ისახავდა პოლიტიკური ოპოზიციის განადგურებას.
სიუჟეტის ცენტრში ობოლი გოგონაა, რომელმაც კინოლენტის კოლოფი მოიპარა. მის გარეშე კი კინოჩვენება არ შედგება, რომელსაც ესე ელოდებიან ნომერ მე-2 დასახლების მაცხოვრებლები, ყველაზე მეტად კი შრომა-გასწორების კოლონიიდან ამისათვის სპეციალურად გამოპარული ტუსაღი. ამ კადრების გამო, რომელიც რამოდენიმე წამი გრძელდება და რომელზეც მისი გოგონაა ასახული, მან უდაბნოს მწველი გზა გადალახა და იგი ყველაფერზე წავა, რათა შვილი ეკრანზე იხილოს…
2019 წლის ბერლინალეს კინოფესტივალზე (ამავე ფესტივალის 1988 წლის მთავარი პრიზი რეჟისორს უკვე მიღებული აქვს ფილმისთვის ,,წითელი სორგო”) იმოუს ფილმი ამოიღეს კინოჩვენების პროგრამიდან თითქოსდა ტექნიკური პრობლემის გამო, თუმცა არსებობს ეჭვი რომ ფილმის ჩვენების პრობლემა გაჩნდა პეკინიდან მოთხოვნილი ცენზურის გამო.