,,ჰარი-მეგობარი, რომელსაც თქვენთვის სიკეთე სურს” და ,,მხოლოდ ცხოველები” რეჟისორის- დომინიკ მოლის კანის კინოფესტივალის მონაწილე ფსიქოლოგიური დეტექტივი.
საფრანგეთის პატარა ქალაქში საზარელი მკვლელობა ხდება. ღამე ქუჩაში ახალგაზრდა გოგონას კლარას აალებად სითხეს ასხამენ და ცოცხლად წვავენ. გამოძიებას სათავეში ახალგაზრდა დეტექტივი იოჰანი უდგება. იგი და მისი მეწყვილე რაც უფრო მეტ ადამიანს ხვდებიან კლარას გარემოცვიდან, მით უფრო მეტი ეჭვმიტანილი ხვდება მათ დოსიეში. თითქოს ნებისმიერს შეეძლო ეს საშინელება ჩაედინა, მაგრამ მკვლელის ვინაობა მაინც ბურუსით მოცული ჩნდება, ისევე როგორც მკვლელობის მოტივი…
ფილმი, სადაც ფორმალურად მკვლელობის გამოძიების ისტორიაა მოთხრობილი, სინამდვილეში სოციალურ შრეებს და თანამედროვე საზოგადოების სულიერ მხარეებს უფრო იკვლევს: უფრო ზუსტად კი ქალის საბედისწერო ადგილს ამ საზოგადოებაში, მამაკაცების დამოკიდებულებას ქალების მიმართ, მათ შორის გაჩენილ ნაპრალს. გარდა ამისა ფილმში აღწერილია პოლიციური ცხოვრების მომქანცველი და მოსაწყენი ,,რუტინა”, რომელსაც ადამიანები სულიერ გამოფიტვამდე მიყავს.