უდანაშაულო ფრანგი მამაკაცი ცდილობს ძალოვნების დევნას დაუსხლტეს და რუსეთი დატოვოს. ფრანგული თრილერი რუსეთში გამეფებულ განუკითხაობაზე.
შუახნის ფრანგი მამაკაცი ირკუტსკის კულტ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორად მუშაობს და ადგილობრივებს ფრანგულ კულტურას აცნობს. თუმცა ევროპული ცივილიზაციის გავრცელებას საბჭოთა კავშირის მემკვიდრე ქვეყანაში საკმარისზე მეტი მტრები და ხელისშემშლელები ჰყავს. მატიო რუსელს მისი შვილის თვალწინ აპატიმრებენ და წინასწარი გამოძიების საკანში ათავსებენ მცირეწლოვანზე ძალადობის ბრალდებით. მატიოზე იწყება ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ზეწოლა და მისი ციხეში გამოკეტვის მცდელობა. სასოწარკვეთილ ფრანგს მოუწევს თვითონ გაერკვეს სიტუაციაში და იმოქმედოს, რათა თავი დააღწიოს საშინელ შეთქმულებას, რომლის ერთადერთი ავტორი ქვეყანაში შექმნილი სისტემაა…
,,ენტონი ზიმერისა” და ,,ზულუს” რეჟისორის ჟერომ სალის თრილერი რუსულ სამყაროზე, პოლიტიკურ თუ სოციალურ წრეებში არსებულ უსამართლობაზე და ძალოვანი სტრუქტურების პარპაშზე ერთი შეხედვით აბსურდულად შეიძლება მოგვეჩვენოს, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან ნათლად ჩანს, რომ რუსი მმართველი წრეების ანტი ევროპული და ანტი ცივილური პოლიტიკა მიზანმიმართულად ძირს უთხრის დემოკრატიულ პრინციპებს და ქვეყანა უკუსვლით მიჰყავს.