რეალურ ისტორიაზე აგებული ესპანური თრილერი პატიმრებისა და ციხის ზედამხედველების დაპირისპირებაზე.
1977 წელი. ესპანეთი. ბარსელონა. ფრანკოს რეჟიმი ახალი დაცემულია. მანუელს, კომპანიის ბუღალტერს, თანხის გაფლანგვის გამო 20-წლიან პატიმრობას უსჯიან. ციხეში სადაც მანუელი ხვდება, წესებს ზედამხედველები ადგენენ, რომლებიც არაფრად აგდებენ ადამიანის ელემენტარულ მოთხოვნებს. მანუელი და მისი მესაკნეები ხდებიან მოძრაობის ლიდერები, რომელმაც უნდა შეცვალოს არამარტო ციხის წესები, არამედ კანონმდებლობა და თვითონ საზოგადოება. მაგრამ ეს გზა რთული გზაა, მძიმე გზა, რომლის გავლას ზოგიერთი მათგანი ფიზიკურად ვერ შეძლებს…
ალბერტო როდრიგესის ფილმი, რომელიც ,,გოიას” 16 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, ქვეყნის იმ გარდამავალ პერიოდს ეხება, როდესაც ქვეყანამ დიქტატორული რეჟიმიდან დემოკრატიის სასიკეთოდ გააკეთა არჩევანი. თუმცა აღმოჩნდება, რომ რიგ სტრუქტურებში ცვლილება ძალზედ რთულად ხდება. ძველი წესრიგის ადამიანები უბრალოდ ეწინააღმდეგებიან ახალ მიდგომებს და არ ცნობენ მათ. ამას კი თავისთავად ის ადამიანები ეწირებიან, რომლებიც უარს ამბობენ მონურ სიცოცხლეზე და მზად არიან თავი არ დაზოგონ თავისუფლების მოსაპოვებლად.