J. L. Godard - "Une femme Mariée" - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

J. L. Godard – “Une femme Mariée”

ნაწყვეტი ჟან ლუკ გოდარის 1964 წლის ფილმიდან ‘Une femme mariée’ (გათხოვილი ქალი), რომელიც მოგვითხრობს შარლოტას (Macha Méril) ისტორიას. შარლოტა გათხოვილი ქალია, მას აქვს რომანი ასევე სხვა მამაკაცთან, რობერტთან (Bernard Noël). ეს ურთიერთობა ცნობილია მისი ქმრისთვის, პიერისთვის (Philippe Leroy), თუმცა მას ეს ნაკლებად აწუხებს – თვითონაც საკმაოდ დაკავებულია სხვა ქალთან რომანით. ფილმი იკვლევს შარლოტას ურთიერთობებს ორივე მამაკაცთან და მის მცდელობას იპოვოს ცხოვრების მნიშვნელობა მიუხედავად იმისა რომ იგი გაჭედილია უსიყვარულო ქორწინებაში.

ფილმის ‘Une femme mariée’ (გათხოვილი ქალი) ერთერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია უეცარი გადახტომა, წყვეტა კადრიდან კადრზე (Jump cuts) გამოყენება, რომელიც ჰქმნის ორიენტაციის დაკარგვის და დაბნეულობის შეგრძნებას, რადგან ხდება ფილმის თხრობის ნაკადის წყვეტა; ეს მეთოდი გამოყენებულია იმის საჩვენებლად, თუ როგორი ქაოტური გახდა შარლოტას ცხოვრება პიერთან და რობერტთან ჩახლართული რომანტიკული ურთიერთობების გამო. კადრიდან კადრზე უეცარი წყვეტა ასევე ხაზს უსვამს იმასაც თუ როგორ დაკარგულად გრძნობს თავს ის როცა ცდილობს გაერკვიოს ამ ორ ურთიერთობაში და ამავდროულად აზრი იპოვოს რა სურს სინამდვილეში ცხოვრებისგან.

Total
0
Shares
წინა
ციხე 77 (Modelo 77)

ციხე 77 (Modelo 77)

| რეალურ ისტორიაზე აგებული ესპანური თრილერი პატიმრებისა და ციხის ზედამხედველების

შემდეგი
ტალსას მეფე (Tulsa King)

ტალსას მეფე (Tulsa King)

| სერიალი, რომელიც პარამაუნთ+ ზე გამოვიდა, ამერიკული კინოკულტურის ,,მაგარი

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share