კრიმინალური სერიალი (შავი კომედიის ელემენტებით) ძველი წრთობის განგსტერზე, რომელიც პროვინციულ ქალაქში კრიმინალურ ქსელის ორგანიზებას იწყებს.
იტალიური ფესვების მქონე ნიუ-იორკელი განგსტერი მეტსახელად ,,გენერალი” ოცდახუთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოდის. მისი ,,ბოსი” მას ოკლჰამას შტატის პროვინციულ ქალაქ ტალსაში აგზავნის ,,საქმეების მოსაგვარებლად”, რადგან ნიუ-იორკი უკვე დიდი ხანია გადანაწილებულია. ,,გენერალი” საქმეს უკიდურესი გულისყურით ეკიდება და კრიმინალური იმპერიის შენებას აუჩქარებლად და ჩვეული მონდომებით იწყებს.
სერიალი, რომელიც პარამაუნთ+ ზე გამოვიდა, ამერიკული კინოკულტურის ,,მაგარი ბიჭობის” მცოდნე ორი მსხვილი სპეციალისტის ერთობლივი ნამუშევარია. ტერენს უინთერი(,,სოპრანო” და ,,იატაკქვეშა იმპერია”) და სცენარისტი ტეილორ შერიდანი (,,იელოსუსთოუნი” ) ძალზედ ნიჭიერი და თავისი საქმის მცოდნე ხალხია, რის დასტურად მეორე სეზონზე გაგრძელებული აღნიშნული პროექტი და გინდ მთავარ როლზე სილვესტერ სტალონეს დამტკიცებაც საკმარისია.