იტალიური სუპერ ავტომობილის შექმნის ისტორია.
ფილმის რეჟისორი ოსკაროსანი სცენარისტი ( ,,შეჯახება”; რეჟისორი: პოლ ჰაგისი; 2006წ) რობერტ მორესკოა.
ფილმი სამი თავისგან შედგება, რომელშიც ძვირადღირებული სპორტული მანქანის შემქმნელის ფერუჩო ლამბორგინის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდებია აღბეჭდილი. იგი გადაღებულია ფერუჩოს შვილის ტონინოს ბიოგრაფიული წიგნის მიხედვით.
ახალგაზრდა ფერუჩო ომის შემდეგ მშობლიურ სოფელში ბრუნდება, სადაც მისი ძმები, ფერმერი მამა და საგვარეულო ფერმა ელოდება. თავის მეგობართან ერთად იგი იწყებს მისი იდეისთვის ფრთების შესხმას: შექმნას გაბარიტულად პატარა ზომის, მაგრამ მძლავრი ტრაქტორი, რომელიც ფერმერებს შრომას გაუადვილებს. ამაში მას მამამისი ანტონიო და მისი ცხოვრების მეგზური, კლელია მონტი ეხმარება. გადამწყვეტ მომენტად უკვე წარმატებული ბიზნესმენის ცხოვრებაში იქნება ის წუთები, როდესაც იგი გადაწყვიტავს ლეგენდარულ ენცო ფერარისთან მიჭრას და ფერარის მანქანის შესახებ კრიტიკის გამოთქმას…