სედრიკ ჟიმენესის (,,ფრანგული ტრანზიტი”; ,,ჩრდილოეთის ბასტიონი”) ფსევდო- დოკუმენტური სტილის ფილმი 2015 წლის პარიზის მოვლენებზე და ტერორისტების დევნაზე.
2015 წლის ნოემბერში პარიზი მის ისტორიაში ყველაზე საშინელი ტერაქტების სერიას განიცდის. თითქმის 150 ადამიანია დაღუპული. დამნაშავეები არ აპირებენ ამაზე გაჩერებას და კიდევ ახალ ტერაქტებს გეგმავენ. საფრანგეთის ანტიტერორისტული განყოფილების თანამშრომლები სხვა უწყებებთან შეთანხმებით ყოველ ღონეს ხმარობენ ამის თავიდან ასაცილებლად და სავარაუდო დამნაშავეების ასაყვანად, ვიდრე ისინი მათ ბოროტ განზრახვას სისრულეში მოიყვანენ..
დიდი ბიუჯეტის არ ქონის მიუხედავად ფრანგები ახერხებენ დაძაბული და საკმაოდ სანახაობრივი კინოს გადაღებას. და რაც მთავარია რაც ეკრანზე ხდება, იმის გჯერა. ამჯერად ფილმის ფსევდო- დოკუმენტალიზმი, მისი რითმი, ატმოსფერო, მსახიობების უნაკლო თამაში, მინიმალური საუნდტრეკი რეალობის აღქმას გვიმძაფრებს და მაქსიმალურად გვაახლოებს იმ დროის მოვლენებთან.

