რაიან ჯონსონის (,,დააძრეთ დანები”-ის რეჟისორი) დეტექტიური სერიალი გოგონაზე, რომელსაც დანაშაულის გახსნის განსაკუთრებული ნიჭი აქვს.
ჩარლის აქვს მომადლებული ნიჭი, ამოიცნოს, როცა ვინმე ტყუის. მიუხედავად ამ ღირსებისა, იგი ლას-ვეგასის კაზინოში მუშაობს სასმელების მიმტანად. როდესაც სასტუმროში მის მეგობარს კლავენ, რომელმაც ერთ-ერთ ნომერში რაღაც საეჭვო შეამჩნია, იგი იძულებულია გაეცალოს ხიფათს და იქაურობას. ამერიკის გზებზე თავისი Plymouth Barracuda-თი ხანგრძლივი ხეტიალისას, იგი ყოველ შტატში უცნაურ და საიდუმლოებით მოცულ მკვლელობებს აწყდება, რომლის ამოხსნა მეტწილად მის ინტუიციაზე იქნება დამოკიდებული.
დეტექტივი არა სტანდარტულადაა გადაღებული. მაყურებელისთვის თავიდანვე ცნობილი იქნება მკვლელის ვინაობა, როგორც ეს გასული საუკუნის 70-იანების ლეგენდარულ სერიალ ,,კოლომბოშია”. თუმცა რაიან ჯონსონმა კიდევ უფრო მეტი საინტერესო ელემენტი შემოიტანა თხრობაში: ჯერ ჩვენ ვხედავთ დანაშაულს, შემდეგ მოგვიწევს წარსულში დაბრუნება და გარკვევა თუ როგორაა დაკავშირებული ამასთან ჩვენი მთავარი გმირი.

