სედრიკ კლაპიშის შესანიშნავი დრამა, რომელიც ეძღვნება ცეკვის ხელოვნებას, სულით გაუტეხელ ადამიანებს და რა თქმა უნდა – სიყვარულს.
ბალეტი რთული და აღიარებული ხელოვნების დარგია, რომლის მშვენიერების უკან ჯოჯოხეთური შრომა და მტკივნეული ტრამვები იმალება. თუმცა ბევრს არც ეს აშინებს, ისინი მოწოდებას ხელოვნების ამ სახით გამოვლინებაში პოულობენ და მთელ ცხოვრებას უძღვნიან მას.
ელიზაც ესე ფიქრობს. მისთვის ბალეტი სამყაროს ღერძია. მისთვის ბალეტი ყველაფერია. ყოველშემთხვევაში ასე ფიქრობს. თუმცა მისი კარიერის პიკთან უკვე ახლოს მყოფი საშინელ ტრამვას(სულიერსაც და ფიზიკურსაც) იღებს და პირისპირ აღმოჩნდება დაუნდობელ რეალობასთან.
შეძლებს კი იგი იპოვოს სხვა რამეში(იქნებ ვინმეში) ცხოვრების აზრი?
სედრიკ კლაპიშის ფილმი განსმჭვლალულია როგორც ბალეტისადმი და ზოგადად ცეკვის ხელოვნებისადმი უდიდესი პატივისცემით, ასევე ცხოვრების და სიყვარულის დაუოკებელი წყურვილით, მისი არსის შეცნობით. და ეს ყველაფერი, როგორც მის ფილმებს ჩვევიათ ხოლმე, საოცრად სიმსუბუქით და ორგანულად არის გადმოცემული. ის ტკივილები, ის განცდები, ის სიხარულის მომენტები, რასაც მისი ფილმის გმირები განიცდიან, დამაჯერებელი და ნამდვილია.