ოსკაროსანი მიშელ ჰაზანავიჩუსის (,,არტისტი” 2012წ) სატირული კომედია ,,ზომბი-ჰორორებზე”.
არც ისე წარმატებული რეჟისორი და მისი არც ისე პროფესიონალი გადამღები ჯგუფი იწყებს იაფფასიანი ზომბი-ჰორორის გადაღებას. შესვენების დროს გრიმიორი ყვება ამ ადგილთან დაკავშირებული საშინელი ჭორების შესახებ. მალე გადასაღებ მოედანზე ნამდვილი ზომბები ჩნდებიან. ჯგუფის წევრები ცდილობენ როგორმე თავის დაღწევას, თუმცა ფილმის რეჟისორი გადაწყვეტს ეს შანსი გამოიყენოს და გადაღება არ გააჩეროს. რათა ჩანაფიქრი ნამდვილ საშინელებათა ფილმად აქციოს, იგი ყველაფერზე წამსვლელია…
2017 წლის იაპონური კომედიური ჰორორის რიმეიქი ჰაზანავიჩუსმა საოცარ სატირად აქცია ზომბებზე, მსახიობებზე, რეჟისორებზე, პროდუსერებზე, და ზოგადად ფილმის შექმნაზე და მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე. მას ეს ძალიან სასაცილო და ორიგინალური გამოუვიდა, რაც ძალიან ნიჭიერი ქასთის (რომენ დური; ბერენის ბეჟო; ფინეგენ ოლდფილდი…) უდაო დამსახურებაცაა.