მარტივი სიუჟეტის და დიდი კომედიური პოტენციალის სერიალი თერაპევტზე, რომელიც თვითონ სამკურნალოა.
ჯიმი ლერდს მეზობლებისდა სამწუხაროდ სახლის ეზოში ხმაურიანი საღამო მოუწყვია: მუსიკა ბოლო ხმაზე, ალკოჰოლი, გოგონები. მეორე დილით საშინელ ნაბახუსევზე გაღვიძებულს მისი შვილი, სკოლის მოსწავლე-ელისი ხვდება სამზარეულოში, რომელთან საუბარში ირკვევა, რომ ოჯახში ერთი წლის წინ ტრაგედია მოხდა. ჯიმის მეუღლე და ელისის დედა ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა.
მას შემდეგ ჯიმი დარდს ალკოჰოლით და ნარკოტიკებით იხშობს, ხოლო მისი შვილის ზედამხედველობა მის მეზობელ ლიზს აქვს თავის თავზე აღებული. სანამ მას ელისი სკოლაში მიჰყავს, ჯიმი გულისრევის შეგრძნებით და თავის ტკივილით ძლივს ასწრებს ფსიქოლოგის კაბინეტში მისვლას, სადაც ირკვევა, რომ იგი პაციენტი კი არა, არამედ ექიმია, რომელიც თავისი პაციენტების პრობლემებს არატრადიციული მეთოდებით აგვარებს…
სერიალის შემქმნელები მთავარი როლის შემსრულებელი ჯეისონ სიგელი და ცნობილი პროექტის ,,ტედ ლასოს” შემქმნელები: პროდუსერი ბილ ლოურენსი და სცენარისტი ბრეტ გოლდშტენია.