რეალურ ამბავზე დაფუძნებული მამაკაცების სტიპტიზ-კლუბის შექმნის დრამატული ისტორია.
აშშ. 1970-იანი წლები. მარკეტში მომუშავე ინდოელი ემიგრანტი სამენ ბანერჯი გადაწყვიტავს მთელი თავისი დანაზოგი ნარდის მოთამაშეთა ელიტურ
დაწესებულებაში ჩადოს. იდეა კრახს განიცდის და ბანერჯი ახალს, იმ დროისათვის რევოლუციურ იდეას ეჭიდება: ქალებისთვის სტრიპტიზ-კლუბის გაკეთება, სადაც მამაკაცები დედიშობილა ივლიან ყელზე ბაფთების და თეთრი საყელოების ამარა. და იდეა რა თქმა უნდა გაისვრის:
ბარი ,,Chippendales” დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა ბანერჯის აღიზიანებს ის, რომ მისი ქორეოგრაფი ნიკ დე მოია ცდილობს მთელი აღიარება და დიდება თვითონ მიითვისოს…
სერიალში საინტერესოდაა ნაჩვენები, რამდენად მნიშვნელოვანია საქმის წარმატებისთვის გუნდის შეკვრა, რამდენად მნიშვნელოვანია შემოსავლის გაზრდისთვის თითქოს უმნიშვნელო პატარა დეტალი, და საბოლოოდ რამდენად მთავარია ერთი ადამიანური მომენტი- ნდობა.
ბანერჯის რეალურ ისტორიას ადაპტირება სერიალისთვის სცენარისტმა რობერტ დ. სიგელმა( ,,პემი და ტომი”; ,,რესთლერი”) გაუკეთა.