გამჭრიახი (Sharper) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

გამჭრიახი (Sharper)

ბენჯამინ კერონის სადებიუტო ფილმი გამჭრიახ თაღლითებზე.

ნიუ-იორკის წიგნების მოსაწყენ მაღაზიაში მომხიბვლელი სანდრა შედის და მოწყენილ გამყიდველს- ტომს წიგნის მოძებნას სთხოვს, რომელიც დისერტაციის დასაცავად სჭირდება. ტომის გულს ეს მხიარული და წიგნის მოყვარული არსება უმალ იპყრობს და რომანსაც წინ აღარაფერი უდგას: როგორც იქნა იგი შეხვდა მისი ოცნების გოგონას და ქრონიკული დეპრესიიდან გამოსვლის კარგი შანსი მიეცა. თუმცა ყველაფერს თავისი ფასი აქვს. რამოდენიმე კვირის შემდეგ, შუაღამისას სანდრას სახლში მისი ძმა გამოცხადდება და თავის დას ვალების გასტუმრებას სთხოვს, რომელიც სერიოზული ხალხის მართებს.
იწყება ისტორია, რომლის უკან ფული დგას და რომელიც რამოდენიმე ადამიანის ბედს (ვერ ვიტყვით, რომ არა მიზანმიმართულად) ერთმანეთზე გადახლართავს…

ჰოლივუდი რეგულარულად ახდენს ამ ჟანრის გამოცოცხლებას და მას არც მცდელობას, არც ბიუჯეტს აკლებს. ბოლოს ვინც ნამდვილად გაგვაკვირვა და მივიწყებულ სიყვარულს მტვერი გადაწმინდა სტივენ სოდერბერგი და მისი ,,ოუშენის მეგობრები” იყვნენ.

ბრიტანელი სატელევიზიო რეჟისორის(იგი აქამდე მხოლოდ სერიალებისთვის იღებდა ეპიზოდებს) ბენჯამინ კერონის დებიუტი კინოში ამ ჟანრის ღირსეულ რეანიმირებას ახდენს და საინტერესო სანახაობას გვპირდება.


სიმართლე რომ ვთქვათ, რა არის თაღლითებზე კარგი ფილმის საიდუმლო? მომხიბვლელი გმირები, ბოროტი ანტიგმირები, დიდი ,,კუში”, ეშმაკური გეგმა და ფინალში ყველაფრის ახსნა. ეს სქემა კლასიკურია, კინოში საკმაოდ დიდი ხანია მუშაობს და მისადმი ინტერესი საკმაოდ დიდია.


,, Sharper”-ის სქემა რამდენადმე განსხვავდება ზემოთჩამოთვლილთაგან.
თუმცა ამაზე საუბარი ამ ჟანრის კინოს შემთხვევაში უადგილოა და ინტერესს დაგვაკარგვინებდა. მხოლოდ ერთს ვიტყვით რომ, ,,Sharper”-ის სიუჟეტის წინასწარ გაშიფვრა საკმაოდ რთული იქნება(რაც აუცილებელი პირობაა ამგვარი კინოს წარმატებისთვის), ისევე როგორც ანტიგმირის და გმირის ამ ისტორიაში მიგნება…

გამჭრიახი (Sharper)
რეჟისორი: ბენჯამინ კარონი
2023წ. (აშშ)

68/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩიპენდდეილსში! (Welcome to Chippendales)

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩიპენდდეილსში! (Welcome to Chippendales)

| რეალურ ამბავზე დაფუძნებული მამაკაცების სტიპტიზ-კლუბის შექმნის დრამატული

შემდეგი
Kelela – Enough For Love

Kelela – Enough For Love

| Album: Raven Label: Warp Release date: February 10, 2023 Genres:

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

ID•U
Total
0
Share