1980-იანი წლების ეპიკური ძარცვის ისტორია.
სიუჟეტს საფუძვლად უდევს რეალური ამბები, რომელიც 1983 წლის ნოემბერში მოხდა ლონდონში. შეიარაღებული მძარცველების ბანდა შევარდა ჰითროუს აეროპორტის მახლობლად მდებარე საწყობის, Brink’s-Mat- ის შენობაში. საწყობის თანამშრომლებმა მუქარის ქვეშ გასცეს საცავის კოდი, სადაც მძარცველებისთვის სრულიად მოულოდნელად ოქროთი და ძვირფასეულობით გატენილი 76 ყუთი აღმოჩნდა, ჯამში 26 მილიონი ფუნტი სტერლინგის.
გამოძიება არაერთი წელი გრძელდებოდა. სკოტლენდ იარდის დეტექტივებმა ფრენკ კარტერის ხელმძღვანელობით შეძლეს საწყობის დაცვის თანამშრომელზე გასვლა, რომელიც ბანდიტებთან თანამშრომლობდა. დამნაშავეები დაიჭირეს, თუმცა ძვირფასეულობის დიდი ნაწილის ბედი დღემდე უცნობია…