ამერიკელი ჟურნალისტისა და მწერლის ტეფი ბროდესერ აკნერის წიგნზე დაფუძნებული სერიალი ქორწინების სირთულეებზე.
ცოლს გაშორებული ტობი ფლეიშმანი (ჯესი აიზენბერგი) მარტოხელა კაცის ცხოვრებით ტკბება, სანამ ერთ მშვენიერ დღეს მისი ყოფილი-რეიჩელი (კლერ დეინსი) ბავშვებს გაფრთხილების გარეშე არ მიუყვანს და დაუტოვებს, თვითონ კი გაუჩინარდება და ხაზზე არ გამოდის. ფლეიშმანს, საშუალო ასაკის კრიზისში მყოფ მამაკაცს, მოუწევს სამსახური და სანიმუშო მამობა ერთმანეთს შეუთანხმოს, თანაც ისე რომ, არც ტინდერ-პაემნებზე თქვას უარი. პარალელურად იგი იხსენებს, როგორ შეხვდნენ ის და მისი მეუღლე ერთმანეთს და რატომ დაშორდნენ 15 წლის შემდეგ…
სიუჟეტი დაფუძნებულია დებიუტანტი ტეფი ბროდესერ-ანკერის ბესთსელერად ქცეულ რომან ,, ქორწინების ისტორიაზე”(მწერალი სერიალის შემქმნელიცაა), რომელშიც ისტორია დანახულია ფლეიშმანის მეგობარი ჟურნალისტის- ლიბის კუთხიდან. ,,ფლეიშმანის” სხვადასხვა ეპიზოდების რეჟისორები სერიალ ,,მემკვიდრეების” შემქმნელები- შარი სპრინგერ ბერმანი და რობერტ პულჩინია, ასევე ,,პატარა მის ბედნიერების” რეჟისორები – ჯონათან დეიტონი და ვალერი ფერისი.