ჟულიენ ლეკლერკის კრიმინალური სერიალის მეორე სეზონი: მეჰდი და მისი ბანდა დაუნდობელი ნარკობარონის შურისძიების პირისპირ.
სერიალის მთავარი გმირი მეჰდი მის ბანდასთან ერთად ძვირფასი თვლების ბირჟის გაძარცვას გეგმავს. ძარცვის დროს გაუთვალისწინებელი რამე ხდება. მეჰდი უკვე დიდი ხანია შეეგუა იმ მოულოდნელობებს და უსიამოვნებებს, რაც მის ცხოვრებაში ხდება. მაგრამ როგორც აღმოჩნდა ტყუილად. სასტიკი ნარკობარონი მასზე და მისი ბანდის წევრებზე შურისძიებას გეგმავს. რა თქმა უნდა მათი ყველაზე სუსტი წერტილი ოჯახია და მტერმა ეს ყველაზე კარგად იცის.
მეჰდის და მის მეგობრებს მოუწევთ ჯოჯოხეთის გავლა, რათა ოჯახის წევრები განსაცდელისგან იხსნან და თვითონაც ცოცხლები დარჩნენ.