როდრიგო გარსიას კომედია ძმებზე, რომლებიც მამის უკანასკნელ ანდერძს ასრულებენ.
რეიმონდი და რეი მამით ერთნი, სხვადასხვა დედის შვილები არიან. განსხვავებული ხასიათის, ისინი იშვიათად ხვდებიან ერთმანეთს, თუმცა ბავშვობაში ერთად საკმაო დრო გაუტარებიათ და გასახსენებელიც ბევრი აქვთ. მამა მათში არაერთგვაროვან გრძნობებს აღძრავს, და ორივე რატომღაც ცდილობს გაექცეს წარსულის მოგონებებს. მაგრამ ადრე თუ გვიან ყველაფერი ხდება და ბედისწერას ვერც მათი მამა, ვერც ისინი გაექცევიან: მამამისის ანდერძის თანახმად, მათ მოუწევთ მშობლის საფლავის საკუთარი ხელით გათხრა და ძალაუნებურად ერთად დროის გატარება, რათა საბოლოოდ პასუხი გასცენ იმ კითხვებს, მთელი ცხოვრება რომ მოსდევთ აჩრდილივით.
როდრიგო გარსიას ფილმი თავისუფალია აქტიური მოქმედებებისგან და სიუჟეტური გადახვევებისგან, მაგრამ მასში ატმოსფერო, დიალოგები და იუმორი კარგი დოზითაა. ფილმში სადაც ამდენი თავშესაქცევი დიალოგია, სცენარის ჩანაფიქრის აღსრულებისათვის განსაკუთრებულად ნიჭიერი მსახიობები იყო საჭირო. ეთან ჰოუკის (Ethan Hawk) და ევან მაკგრეგორის(Ewan McGregor) დუეტზე უკეთესს კი ამისთვის ძნელად თუ წარმოიდგენს კაცი. ფილმის ერთ-ერთი პროდუსერი ალფონსო კუარონია. (Alfonso Cuarón)